პრესრელიზი
7 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სალომე კუკავა
კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი
ტელ: 2 42 41 81
მობ: 577 155150
ელ-ფოსტა: skukava@agh.ge
ვებ გვერდი: http://www.agl.ge/
"ალიანს ჯგუფი ლიზინგი" პირველი სალიზინგო კომპანიაა რეგიონებში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 7 აპრილი, 2012 - "ალიანს ჯგუფი ლიზინგის" მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუწიოს მათ მოთხოვნებზე მორგებული, მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურება და ხელი შეუწყოს ამ სეგმენტის ბიზნეს საქმიანობის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, "ალიანს ჯგუფ ლიზინგი" თავისი მომსახურების არეალს აფართოებს და იწყებს ლიზინგის განვითარებას რეგიონებში.
"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის" ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და წალკის ფილიალებში, განთავსდებიან ლიზინგის ექსპერტები, რომლებიც მოემსახურებიან ლიზინგის მომხმარებლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ალიანს ჯგუფი ლიზინგი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ლიზინგით მომსახურების დანერგვა საქართველოს რეგიონებში დაიწყო.
"ალიანს ჯგუფი ლიზინგის" რეგიონალური ფილიალები, თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზებენ შემდეგ პროდუქტებს: აგრო ლიზინგი, ავტო ლიზინგი, ავტო უკუ-ლიზინგი და მიკრო ექსპრეს ლიზინგი.